239 89 46   მოგვწერეთ
 
 
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გარემოს პათოგენების მიკრობული ეკოლოგია 05.12.2014

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

 გარემოს პათოგენების მიკრობული ეკოლოგია

05.12.2014

2014 წლის  5 დეკემბერს თბილისის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით და აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:

გარემოს პათოგენების მიკრობული ეკოლოგია

კონფერენციაში მონაწილე მეცნიერებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, ნორვეგიიდან, საფრანგეთიდან და თურქეთიდან გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარ გამოცდილება და ცოდნა ეკოლოგიაზე და მის როლზე გარემოში არსებული პათოგენების განვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის და მისი მოსაზღვრე ტერიტორიებისთვის დამახასიათებელი გარემო ფაქტორების განხილვას, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინონ მათ ეპიდაფეთქებების დროულ გამოვლენასა და მართვაზე.

 კონფერენციაზე განიხილეს შემდეგი თემები:

 ბოლო პერიოდში აღმოცენებული პათოგენების კუთხით მიღებული გამოცდილება;

  • ეკოსისტემის დინამიკა;
  • ეკოლოგია და ბიო–ეპიდზედამხედველობა;
  • პათოგენების მრავალფეროვნება და განვითარება;
  • პათოგენების ურთიერთობა გამომწვევებთან და გადამტანებთან;
  • ეკოლოგიის როლი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში

 

 

 

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO