239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ონკოლოგიის სფეროში სოფლის ამბულატორიის პერსონალის განათლება ანგარიში

ონკოლოგიის სფეროში სოფლის ამბულატორიის პერსონალის განათლება ანგარიში

03.12.2014

2014 წლის 3 დეკემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის,  ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, კარიტასის - ჩეხეთის რესპუბლიკა, ონკოპრევენციის ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „თანადგომა“ ორგანიზებით და კიბოს პრევენციისა და სკრინინგის დარგში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა განხორციელებული აქტივობების და ამჟამად მიმდინარე პროექტის

ონკოლოგიის სფეროში სოფლის ამბულატორიის პერსონალის განათლება ანგარიში

შეხვედრას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ეროვნული სკრინინგ ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაციის „თანადგომა“ ხელმძღვანელი პირები, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ჰუმანიტარული დახმარების და განვითარების მენეჯერი. ასევე,  ჰოლანდიის, იტალიის, საბერძნეთის, პოლონეთის, გერმანიის საელჩოს, „ევროკავშირის დელეგატთა“ და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „გლობალური კიბოს“ (GLOBOCAN) პროექტის შეფასებით 2012 წელს მსოფლიოში კიბოს 14.1 მლნ. ახალი შემთხვევა, გარდაცვალების 8,2 მლნ. შემთხვევა გამოვლინდა და კიბოთი დაავადებული 32.6 მლნ. ადამიანი ცხოვრობს (დიაგნოზის დასმიდან 5 წლის განმავლობაში).  2012 წელს საქართველოში ონკოლოგიური დაავადების 12361 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კარიტასი - ჩეხეთის რესპუბლიკა, ონკოპრევენციის ცენტრი და „თანადგომა“ 2010 წლიდან ახორციელებენ პროექტებს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის საკითხების ირგვლივ

მიმდინარე პროექტი „ონკოლოგიის სფეროში სოფლის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალის განათლება“ ეფუძნება მრავალმხრივ მიდგომას და მოიცავს:

  • ზუგდიდის სოფლების პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ექთნების ტრენინგი ონკოლოგიის საკითხების ირგვლივ და ხორციელდება ონკოპრევენციის ცენტრისა და ჩეხეთის კარიტასის თანამშრომლობით. ტრენინგს, რომელიც აკრედიტებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ, უძღვებიან ჩეხი და ქართველი ექსპერტები ონკოლოგიის დარგში.

 

ტრენინგის შედეგად უნდა ამაღლდეს პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალების ცოდნა კიბოს კონტროლის, პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პალიატიური ზრუნვის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებას სათანადო დონეზე.

 

  • ზუგდიდის სოფლების მოსახლეობაში განათლების დონის ამაღლება ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის“ შესახებ და მოიცავს საგანმანათლებლო კამპანიებს, რომლებიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციის „თანადგომა“ მიერ.  

 

კამპანიის ფარგლებში ტარდება გასვლითი შეხვედრები ზუგდიდის სოფლების მოსახლეობასთან და თანასწორთა განათლების ტრენინგები ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის შესახებ.

 

ამ შეხვედრების მიზანია მოსახლეობაში ცოდნის დონის ამაღლება ონკოლოგიური დაავადებების დროული გამოვლენისა და ექიმთან დროული ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ; ასევე, ზოგადად სოფლის მოსახლეობაში ონკოლოგიური დაავადებების ტაბუირებულ თემაზე ღიად საუბარი.       

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO