239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა 28.11.2014

28 ნოემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრში ჩატარდა ანტიმიკრობული რეზისტენტობის  საკითხებისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა. შეხდვედრაში მონაწილეობდნენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების სამმართველოს და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რეგიონალური ლაბორატორიებისა  და საქართველოს წამყვანი კლინიკების მიკრობიოლოგები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ანტიმიკრობული რეზისტენტობის აქტუალური საკითხები, საქართველოში არსებული სიტუაცია ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობაზე, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის განსაზღვრის თანამედროვე მეთოდები.

შეხვედრის მონაწილეებს წარედგინათ პირველად ქართულ ენაზე თარგმნილი  ანტიმიკრობული რეზისტენტობის  საკითხებისადმი მიძღვნილი ოთხი სახელმძღვანელო - CAESAR სახელმძღვანელო; შეკავების ზონის ზღვრული მნიშვნელობის ცხრილები; EUCAST სახელმძღვანელო; EUCAST წესები.

აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით.

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO