239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ევროპის ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღე EAAD 18.11.2014

ევროპის ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღე

 EAAD 

18.11.2014

2014  წლის  18 ნოემბერს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (MOLHSA) ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (NCDC&PH) გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე

ევროპის ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღე

 EAAD 

წელს საქართველოში ევროპის ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე მიმდინარეობს სლოგანით 

ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეs შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირებმა.

 

შეხვედრას დესწრებოდნენ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის, აკ.ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკის, შ.პ.ს ავერსის კლინიკის, სამედიცინო ცენტრის ,,ლანცეტი“   და სხვა კლინიკების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები.

ევროპის ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღე (EAAD) ჯანმრთელობის ევროპული ინიციატივაა. მას კოორდინაციას ევროკომისიისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი (ECDC) უწევს და ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა აქტივობებით ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში შემავალ 53 ქვეყანაშიც აღინიშნება, სადაც 900 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასთან ბრძოლა ანტიბიოტიკების მიზნობრივი და რაციონალური გამოყენების გზით ყველას ეხება: მათ, ვინც ჯანდაცვის პოლიტიკასა და სტრატეგიებს შეიმუშავებენ, სამედიცინო კვლევებს ატარებენ, ანტიბიოტიკებს აწარმოებენ და

დისტრიბუციას უზრუნველყოფენ. აგრეთვე იმათაც, ვინც ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსს ნიშნავენ და ვინც ამ პრეპარატებს მოიხმარენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ 2014 წლის პირველი სექტემბრიდან, საქართველოში აიკრძალა ანტიბიოტიკების გაყიდვა რეცეპტის გარეშე, რაც შეამცირებს ანტიბიოტიკებით თვითნებურ მკურნალობას.

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO