239 89 46   მოგვწერეთ
 
 
შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელებთან

2013 წლის 14 აპრილს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებსა და ცენტრის გენერალურ დირექტორს ბატონ ამირან გამყრელიძეს შორის. შეხვედრა ორგანიზებული იყო ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ.
მომხსენებლებს წარმოდგენილი ქონდათ პოსტერული მოხსენებები მათ მიერ უახლოესი აღმოჩენებისა და კვლევების შესახებ. ბატონი ამირანი სათითაოდ გაესაუბრა ყველა მონაწილეს. შეხვედრის ბოლოს გაიმართა ინტერაქტივი.
 სურვილისამებრ, ახალგაზრდა მეცნიერებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები ქართული მეცნიერების განვითარების საკითხებზე. ასევე, განხილული იყო ის პრობლემები, რომლების ჩვენს რეალობაში არსებობს.
შეხვედრა შეაჯამა ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, კმაყოფილება გამოთქვა გამართულ შეხვედრაზე და ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მოეწყობა ყოველ 6 თვეში ერთხელ, სადაც ყველას მიეცემა საშუალება წარმოაჩინოს საკუთარი შრომა. ასევე,  თანამშრომლებს მისცა რჩევები, როგორ უნდა განვითარდეს უკეთესად და ნაყოფიერად სამეცნიერო კვლევები მიკორბიოლოგიის და ეპიდემიოლოგიის დარგებში.

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO