239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ხშირად დასმული კითხვები A(H7N9) გრიპის ვირუსით ადამიანების დაინფიცირების შესახებ

2013 წლის 5 აპრილის  განახლებული მონაცემები (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია)

1. რა არის A(H7N9) გრიპის ვირუსი?

A H7 გრიპის ვირუსები მიეკუთვნება გრიპის ვირუსების ისეთ ჯგუფს, რომელიც ჩვეულებრივ ცირკულირებს ფრინველებს შორის.  A(H7N9) გრიპის ვირუსი არის H7 ვურისების ფართო ჯგუფის ერთ-ერთი ქვეჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ H7 ვირუსები (H7N2, H7N3 და H7N7) იშვიათად იწვევდა ადამიანის ინფიცირების შემთხვევებს, ჩინეთიდან შეტყობინების მიღებამდე, H7N9 ვირუსით ადამიანის დაავადების შემთხვევა არასდროს ყოფილა შეტყობინებული.

2. რა ძირითადი სიმპტომები ახასიათებს A(H7N9) გრიპის ვირუსით ინფიცირებულ ადამიანს?

A(H7N9) გრიპის ვირუსით დაავადებული პაციენტების უმეტესობას მწვავე პნევმონია უვითარდებათ. სიმპტომები მოიცავს ცხელებას, ხველას და სუნთქვის უკმარისობას. თუმცა, ინფომაცია შეზღუდულია A(H7N9) გრიპის ვირუსით გამოწვეული დაავადების სრული სპექტრის წარმოსადგენად.

3. A(H7N9) გრიპის ვირუსით ინფიცირების ადამიანის რამდენი შემთხვევა არის აღრიხცული ჩინეთში დღეის მონაცემებით?

შეტყობინებული ახალი შემთხვევები იკრიბება და ყოველდღიურად განთავსდება Disease Outbreak News

4. რატომ  აინფიცირებას ეს ვირუსი ადამიანს ახლა?

ამ კითხვაზე პასუხი ჯერ აქ გვაქვს, რაგდან არ ვიცით დაინფიცირებული ადამიანების დაავადების ექსპოზიციის წყარო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვირუსები წარმოიქმნენ და განვითარდნენ ფრინველის ვირუსებიდან, მათი გენების ანალზით,  ისინი ამჟღავნებენ ძუძუმწოვრების სახეობებში გაზრდის ადაპტაციის ნიშნებს. ეს ადამპატია მდგომარეობს ვირუსის უნარის შეძენაში, მიემაგროს  ძუძუმწოვარების უჯრედებს  და შეეგუოს ძუძუმწოვრების  სხეულის ნორმალურ ტემპერეტურას (ძუძუმწოვრების სხეულის ტემპერატურა ფრინველის სხეულის ტემპერატურასთან შედარებით დაბალია).

5. რა ვიცით მსოფლიოში აქამდე  ცნობილი H7 გრიპის ვირუსებით გამოწვეული ადამიანის დაავადებების შესახებ?

1996 -2012 წლებში H7 გრიპის ვირუსებით ადამიანთა დაავადების (H7N2, H7N3, და H7N7) შემთხვევები რეგისტრირებულია ნიდერლანდებში, იტალიაში, კანადაში, აშშ-ში, მექსიკასა და დიდ ბრიტანეთში. ამ შემთხვევების უმეტესობა დაკავშირებული იყო შინაურ ფრინვილებში დაფიქსირებულ დაავადების აფათქებებთან. ინფექციები ძირითადად მჟღავნდებოდა  კონტიუქტივიტით და ზედა სასუნთქი გზების  მსუბუქად გამოხატული სიმპტომებით, სიკვდილით დასრულებული ერთი შემთხვევის გარდა, რომელიც დაფიქსირდა ნიდერლანდებში. მიმდინარე პერიოდამდე ჩინეთში H7 გრიპის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა აღრიცხული.

6. განსხვავდება თუ არა A(H7N9) გრიპის ვირუსი A(H1N1) და A(H5N1) გრიპის ვირუსებისგან?

დიახ. სამივე ვირუსი  A ტიპის გრიპის ვირუსებს განეკუთვნება. A ტიპის ვირუსები განსხვავდება ერთმანეთისაგან.  H7N9 და H5N1 ითვლება ცხოველისთვის დამახასიათებელ გრიპის ვირუსად, რომელიც დროდადრო აინფიცირებს ადამიანებს. H1N1 ვირუსები შეიძლება დაიყოს ისეთებად, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანებს აავადებენ და ისეთებად, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოველებს აინფიცირებენ. 

7.  როგორ დაინფიცირდნენ  ადამიანები A(H7N9) გრიპის ვირუსით?

რამდენიმე დადასტურებულ შემთხვევას კონტაქტი ჰქონდა ცხოველთან (ფრინველთან) ან ცხოველის სამყოფ გარომოსთან. ვირუსი აღმოჩენილ იქნა მტრედში შაინხაის ბაზრობის ტერიტორიაზე. ჯერ არ არის ცნობილი, თუ როგორ დაინფიცირდნენ ადამიანები. ცხოველიდან ადამიანზე, ისევე როგორც ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის შესაძლებლობის დასადგენად მიმდინარეობს კვლევები.

8. როგორ შეიძლება A(H7N9) გრიპის ვირუსით ინფექციის პრევენცია?

მიუხედავად, იმისა რომ ინფექციის წყარო და გადაცემის გზები არ არის მკაფიოდ გარკვეული, მიზანშეწონილია მარტივი ჰიგიენური წესების დაცვა ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. ესენია: ხელის ჰიგიენა, რესპირატორული ჰიგიენა და კვების უსაფრთხოების ზომები. 

ხელის ჰიგიენა

• ხელის დაბანა საჭმლის მომზადებამდე, მომზადების დროს და მომზადების შემდეგ; საკვების მიღებამდე; ცხოველებთან  და მათი გამონაყოფებთან კონტაქტის შემდეგ; გაჭუჭყიანების შემთხვევაში; როცა ოჯახში ვინმე ავადაა და უვლით; ხელის ჰიგიენა დაგიცავთ ინფიცირებისაგან (კონტამინირებული ზედაპირების შეხებისას), ხოლო საავადმყოფოებში პაციენტებს, ჯანდაცვის მუშაკებს და სხვებს.


• დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით, როცა თვალით შესამჩნევი დაბინძურებაა; თუ დაბინძურება არაა თვაშესამჩნევი, დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, ან გაიწმინდეთ სპირტშემცველი ხელსაწმენდით.

რესპირატორული ჰიგიენა


• ხველისა და ცემინებისას გამოიყენეთ სამედიცინო ნიღაბი ან ქსოვილი ცხვირ-პირის დასაცავად, ან აიფარეთ მკლავი ან იდაყვი; გადააგდეთ გამოყენებული ქსოვილის ნაჭერი დახურულ ურნაში. რესპირატორულ გამონადენთან კონტაქტის შემდეგ დაიცავით ხელის ჰიგიენა.

9. არის თუ არა ხორცის ჭამა უსაფრთხო, (შინაური ფრინველისა და ღორის ხორცის პროდუქტები)?


გრიპის ვირუსები არ გადადის კარგად მომზადებული (თერმულად დამუშავებული) საკვების გამოყენებით. რადგანაც გრიპის ვირუსები ინაქტივირდება (გაუვნებელდება) საკვების მომზადებისათვის საჭირო ნორმალურ ტემპერატურაზე (როცა საკვების ტემპერატურა აღწევს 70°C), სათანადოდ მომზადებული შინაური  და ნანადირევი  ფრინველის ხორცის მიღება უსაფრთხოა. 


დაავადებული ფრინველები და ამ დაავადებით დახოცილი ფრინველები არ უნდა მიიღოთ საკვებად.

ტერიტორებზე, სადაც აფეთქებები დაფიქსირდა, ხორცის პროდუქტების საკვებად მიღება უსაფრთხოა იმ შემთხვევაში, თუ ხორცის დამუშავების და მომზადების პირობები და ზომები  სათანადოდ იქნება დაცული. უმი ხორცის და სისხლიანი, თერმულად სანახევროს დამუშავებული საკვები მაღალი რისკის შემცველია და არ უნდა გამიყენოთ საკვებად.

10. უსაფრთხოა თუ არა იმ ბაზრების და ფერმების მონახულება, სადაც აღრიცხულია ადამიანის გრიპით დაინფიცირების  შემთხვევები?

მოქმედი ბაზრების სტუმრობისას, თავი აარიდეთ ცოცხალ ცხოველებთან ან მათი სამყოფელის ზედაპირებთან პირდაპირ კონტაქტს. თუ თქვენ გაქვთ ფერმა და უვლით ცხოველებს, როგორიცაა ღორი და შინაური ფრინველი, იყავით ყურადღებით, მოარიდეთ ბავშვები დაავადებულ ან მკვდარ ცხოველთან კონტაქტს. რაც შეიძლება მოშორებით იყოლიეთ ცხოველები თქვენი სახცოვრებელი ადგილისდან. შეატყობინეთ უმალვე ადგილობრივ ვეტერინარულ ან ჯანდაცვის სამსახურებს ცხოველის ნებისმიერი  დაავადების ან სიკვდილის შესახებ. ავადმყოფი ან მკვდარი ცხოველი არ უნდა იქნას დაკლული და საკვებად გამოყენებული.

11. არსებობს თუ არა A(H7N9) გრიპის ვირუსის ვაქცინა?

A(H7N9) გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დღესდღეობით არ არის შემუშავებული. თუმცა, პირველივე შემთხვევებიდან, ვირუსები იზოლირებულია (გამოყოფილია) და მახასიათებლები გამოვლენილია. ვაქცინის შემუშავებისთვის პირველი ეტაპია კანდიდატი ვირუსების შერჩევა, რომლებიც შევა ვაქცინის შემადგენლობაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია  პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს   A(H7N9) გრიპის ხელმისაწვდომი ვირუსების შესწავლას, რათა გამოავლინონ საუკეთესო კანდიდატი ვირუსები.

12. არსებობს თუ არა A(H7N9) გრიპის ინფექციის სამკურნალო საშუალებები? 

ჩინეთში ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ A(H7N9) გრიპის ვირუსები მგრძნობიარეა ისეთი ანტიგრიპიზული პრეპარატების მიმართ, როგორიცაა ნეირამინიდაზას ინჰიბიტორები (ოსელტამივირი და ზანამივირი). კვლევებით დადგენილია, რომ ეს პრეპარატები,  ეფექტურია სეზონური გრიპისა და A(H5N1) გრიპის ვირუსის წინააღმდეგ, თუ ავადმყოფობის ადრეულ ფაზაში იქნება გამოყენებული. ამ დროისათვის H7N9 გრიპის ვირუსის ამ პრეპარატებით მკურნალობის გამოცდილება არ არსებობს.  

13. არსებობს თუ არა  A(H7N9) გრიპის ვირუსით ფართო მოსახლეობის დაინფიცირების რისკი?

ჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვეპოვება საკმაო ინფორმაცია ამ დაავადებების შესახებ, რათა გამოვარკვიოთ არსებობს თუ არა ფართო მოსახლეობაში ვირუსის გავრცელების მნიშვნელოვანი რისკი.

14. იმყოფებიან თუ არა ჯანდაცვის მუშაკები  A(H7N9) გრიპის ვირუსით

ჯანდაცვის მუშაკებს ხშირი კონტაქტი აქვთ პაციენტებთან, რომლებსაც აღენიშნებათ ინფექცია. ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციას, რომ შესაბამისი ინფექციის  პრევენციის და კონტროლის ზომები გატარდეს ჯანდაცვის დაწესებულებებში, და მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყოს ჯანდაცვის მუშაკების სამედიცინო სტატუსი. სტანდარტულ გამაფრთხილებელ ზომებთან ერთად, ჯანდაცვის მუშაკებს, რომლებიც უვლიან A(H7N9) გრიპის საეჭვო ან დადასტურებულ შემთხვევებს, ეძლევათ დამატებითი გამაფრთხილებელი რეკომენდაციები.

(http://www.who.int/csr/resources/publications/swineflu/WHO_CDS_EPR_2007_6/en/index.html).

15. რა კვლევებია დაწყებული?

ჯანმრთელობის ადგილობრივი და ეროვნული უწყებები ატარებენ ქვეყანაში შემდეგი სახის ზომებს:

• უცნობი ეტიოლოგიის პნევმინიის შემთხვევებზე ზედამხედველობის გაძლიერება, რათა უზრუნველყონ ახალი შემთხვევების  ადრეული დეტექცია და ლაბორატორიული დადასტურება

• ეპიდემიოლოგიური კვლევა, საეჭვო შემთხვევების და უკვე ცნობილი შემთხვევების კონტაქტების შეფასების ჩათვლით

•მჭიდრო თანამშრომლობა ვეტერინარიულ სამსახურებთან ინფექციის წყაროს დასადგენად

 

16. შეუძლია თუ არა A(H7N9) გრიპის  ვირუსს პანდემიური საფრთხის შექმნა? 

ნებისმიერი ტიპის გრიპის ვირუსი, რომელსაც აქვს ადამიანის  დაინფიცირების უნარი, თეორიულად, პანდემიის გამოწვევის  რისკს წარმოადგენს. თუმცა, A(H7N9) გრიპის ვირუსს შეუძლია თუ არა  პანდემიის გამოწვევა ჯერ უცნობია. ცხოველის გრიპის სხვა ვირუსებს, რომლებიც  იშვიათად აინფიცირებენ  ადამიანებს, არ გამოუწვევიათ პანდემია.

17. უსაფრთხოა თუ არა ჩინეთში მოგზაურობა?

ჩინეთში გამოვლენილი A(H7N9) გრიპის შემთხვევების რაოდენობა ძალიან მცირეა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ იძლევა  მოგზაურობის შეზღუდვის  რჩევას ჩინეთში შემსვლელ და ჩინეთიდან გამსვლელი პირებისათვის.

18. არის თუ არა ჩინური პროდუქტები უსაფრთხო?

არ არსებობს მტკიცებულება  მიმდინარე შემთხვევბსა და ჩინურ პროდუქტებს შორის კავშირის შესახებ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ დროისათვის რაიმე ტიპის სავაჭრო შეზღუდვაზე რჩევას არ იძლევა.


http://www.who.int/influenza/human_animal_interface/faq_H7N9/en/#

 

გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული  შემთხვევები (01.04.2013)

ასაკობრივი ჯგუფი A/H1 B ლეტალური შემთხვევები
0-4 108 7 2
5-14 26 5 1
15-29 58
4 1
30-64 107 4 22
65+ 22 2 2
უცნობია 2 0 0
სულ 323 22 28
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO