239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ჰიპერტენზიის კვირეულისადმი (1–7 აპრილი) მიძღვნილი კონფერენცია

2013 წლის  2 აპრილს  14:00-17:00 საათზე  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება ჰიპერტენზიის კვირეულისადმი (1–7 აპრილი) მიძღვნილი კონფერენცია. კონფერენცია ტარდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის მხარდაჭერით. კვირეული მიმდინარეობს ლოზუნგით

2013 წლის  2 აპრილს  14:00-17:00 საათზე  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება ჰიპერტენზიის კვირეულისადმი (1–7 აპრილი) მიძღვნილი კონფერენცია. კონფერენცია ტარდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის მხარდაჭერით. კვირეული მიმდინარეობს ლოზუნგით (დღის წესრიგი)

აიცილე თავიდან ინფარქტი და ინსულტი – აკონტროლე წნევა

კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების, მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის და USAID-ის ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების პროექტის წარმომადგენლები.
    კონფერენციაზე განიხილება ჰიპერტენზიის, როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორის ადრეული გამოვლინებისა და მართვის საკითხები, არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ ჩატარებული კვლევები და არტერიული ჰიპერტენზიის მართვის მოდელები.

მისამართი: ქ.თბილისი,  ასათიანის ქ.#9ა, სკონფერენციო დარბაზი;
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 95 61 03, ამბროსი კეკელიძე 599 94 6431, ია გიორგაძე 599 55 54 14;

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO