239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ჰიპერტენზიის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები

ჰიპერტენზიის კვირეულის მანძილზე, დაინტერესებულ უწყებებთან და ორგანიზაციებთან ერთად, ლ.საყვარელიძისდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მიერ იგეგმება ჩატარდეს: პრეს-კონფერენცია, კონფერენცია, წნევის გაზომვის აქციები პარლამენტში, სხვადასხვა სამინისტროსა და უმაღლეს სასწავლებლებში (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), აგრეთვე სპორტული შეჯიბრებები, სოციალური და მედია კამპანია და სხვ.

წნევის გაზომვის აქციების მიმდინარეობისას მოხდება: სისხლის წნევის საჯარო სკრინინგი (გაზომვა); ჰიპერტენზიის პრევენციის, სწორი მართვისა და  მისგან გამოწვეული გართულებების თავიდან აცილებისა შესახებ რჩევების მიცემა, თემატური საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალის (ბროშურების, პოსტერების და სხვა) გავრცელება; აგრეთვე, „პაციენტის დღიურის“ გადაცემა, მათთვის, ვისაც დაუფიქსირდება მაღალი არტერიული წნევა (დღიური მოიცავს ვრცელ ინფორმაციას ჰიპერტენზიის კონტროლის შესახებ და იძლევა წნევის თვითგასინჯვის, თვითშეფასების და მართვის სრულ საშუალებას).

კვირეულის განრიგი:

1 აპრილი 12:00 სთ - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, პრეს კონფერენცია

2 აპრილი 11:00 სთ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, წნევის საჯარო გასინჯვა

14:00 სთ - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, კონფერენცია თემაზე „ჰიპერტენზია, პრევენცია და მართვა“

3   აპრილი 11:00 სთ - პარლამენტი- წნევის საჯარო გასინჯვა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - წნევის საჯარო გასინჯვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო - წნევის საჯარო გასინჯვა

4  აპრილი 12:00 სთ - ფინანსთა სამინისტრო, წნევის საჯარო გასინჯვა

11:00 სთ - გარემოს დაცვის სამინისტრო, წნევის საჯარო გასინჯვა - ულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, წნევის საჯარო გასინჯვა

12:30 სთ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი:

  • კონკურსები სირბილში და მკლავჭიდში (გამარჯვებულს გადაეცემა  გამაჯანსაღებლი ცენტრების ფასდაკლების ბარათები.);
  • წნევის გაზომვის საჯარო აქცია;
  • სტუდენტებისათვის საინფორმაციო ბროშურების დარიგება.

15.00 სთ - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობა

5 აპრილი 12:00 სთ -  სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, წნევის საჯარო გასინჯვა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შეჯიბრი კალათბურთში სტუდენტებს შორის, წნევის საჯარო გასინჯვა - სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წნევის საჯარო გასინჯვა

5-6 აპრილი 12:00 სთ - ქუთაისის დასავლეთ საქართველოს ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერევენციული მედიცინის ცენტრი,  USAID-ის ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების პროექტი -  კონფერენცია არტერიულ ჰიპერტენზიისადმი მიძღვნილი თემატიკით. აღნიშნულ ბლოკში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჰიპერტენზიისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების სხვა რისკ-ფაქტორების გამოვლენისა და მართვის პრაქტიკის შეფასებას, მისი გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს და გამოწვევებს. კერძოდ,

  • პროექტის გუნდი წარადგენს  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და მართვის პრაქტიკის საწყისი შეფასების შედეგებს;
  • რეგიონული თანამშრომლობის გუნდები მოამზადებენ პოსტერ-პრეზენტაციებს;
  • ექიმები წარმოადგენენ კლინიკური პრაქტიკიდან შერჩეული შემთხვევების ირგვლივ ჩატარებული ლიტერატურული ძიების შედეგებს.

6 აპრილი: კომპანია კრკა განახორციელებს წნევის გაზომვებს, საგანმანათლებლო მასალების გავრცელებასა და „პე ეს პე“  სააფთიაქო ქსელის  ფასდაკლების ბარათების გადაცემას შემდეგ რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში:  ხელვაჩაური, ზუგდიდი, გეგუთი, მარნეული/რუსთავი, ხაშური, ველისციხე

7   აპრილი: ფიტნეს კლუბი "კონტურსი" გეგმავს სპორტულ აქტივობებს მოსახლეობის ჩართულობით ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე

კვირეულის  განმავლობაში (1-7 აპრილს):

კომპანია პე-ეს-პე-ს მიერ იგეგმება:

  • საქართველოს მასშტაბით ყველა პსპ-აფთიაქში (162 აფთიაქი) წნევის  გაზომვა
  • ფასდაკლება ”ჯი-ემ-პი”-ს მიერ წარმოებულ ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებზე
  • ჰიპერტენზიის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტების ბეჭდვა-გავრცელება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ პსპ-აფთიაქებიდან

კომპანია ჯიპისი-ს მიერ იგეგმება:

  • ჯიპისის აფთიაქებში წნევის  გაზომვა (მნიშვნელოვანი ფასდაკლება  ანტიჰიპერტენზიულ ჯენერიკ-მედიკამენტებზე); 
  • ექიმის უფასო კონსულტაცია  ექსპრეს კლინიკებში (ფასდაკლება ანტიჰიპერტენზიულ  ჯენერიკ-მედიკამენტებზე;)
  • 20% იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ ანალიზებზე ექსპრეს კლინიკებში ;
  • 7 აპრილს ორ ექსპრეს კლინიკაში (გამსახურდიას 23/25 და ვაჟა-ფშაველას 71) ექიმის უფასო კონსულტაცია, უფასოდ კარდიოგრამის გადაღება, უფასოდ ანტიჰიპერტენზიული ჯენერიკ მედიკამენტები).

კომპანია „ავერსი ჯეოფარმის“ მიერ იგეგმება წნევის გაზომვები 25 აფთიაქში იხ. მისამართები

შპს ,,მედკაპიტალი'' გეგმავს წნევის საჯარო გაზომვას შპს ,,მედკაპიტალი"-ს ამბულატორიულ ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებებში, შემდეგ  მისამართებზე: გამრეკელის ქ. #19 (საბურთალო);  გამარჯვების ქ. #1 (გლდანი).

კვირეულის მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან USAID-ის ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების პროექტი, კომპანია ფაიზერი, კომპანია კრკა, შ.პ.ს. „მირკო“, ქალთა ფიტნეს კლუბი „კონტურსი“, Dilato fitness club

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შედეგ მისამართზე; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, თბილისი, მ. ასათიანის ქ. 9ა, ტელ: 2398946 (207), 2397552 (207); 

მაია შიშნიაშვილი 591 706789

რობიზონ წიკლაური 599 165 606 

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO