239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარების ზეგავლენა

საქართველო თამბაქოს გარეშე

ყოველწლიურად, 29 მარტს საქართველოში აღინიშნება დღე ,,საქართველო თამბაქოს გარეშე“. მისი აღნიშვნა საქართველოში 1996 წლიდან დაიწყო თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის ინიციატივით და ეძღვნება თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. 

„საქართველო თამბაქოს გარეშე“ ყოველ წელს სხვადასხვა სლოგანით იმართება. 2012 წელს ის ეძღვნებოდა საშუალო სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებში თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს შექმნის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას. რაც შეეხება 2013 წლის 29 მარტის ღონისძიებებს გაიმართება სლოგანით : „ორსულობა და თამბაქო“

ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარების ზეგავლენა დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე

თითქმის ყველამ იცის, რომ მოწევა იწვევს კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და სხვა სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს.  ქალები, რომლებიც ორსულობის დროს ეწევიან საფრთხეს უქმნიან საკუთარ ჯანმრთელობას და მუცლად მყოფ ნაყოფს. ორსულობის დროს მოწევის საფრთხეებია: : ახალშობილის ნაადრევი დაბადება, გარკვეულ თანდაყოლილი პათოლოგიები და ახალშობილთა სიკვდილი. ასევე აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კვამლის გარემოცვაში ყოფნაც კი (პასიური მოწევა) სერიოზულ საფრთხეებს უქმნის ორსულ ქალს და მის ნაყოფს.

მნიშვნელოვანი ფაქტები ორსულთა მწეველობაზე

ქალებში  თამბაქოს მოხმარება  დაორსულების შესაძლებლობას ამცირებს

  • მწეველ ორსულებში მუცლის მოშლის საშიშროება იზრდება
  • ორსულებში მწეველობამ შესაძლებელია გამოიწვიოს პლაცენტის აცლა, ან ჩამოცლა საშვილოსნოს შიდა კედლიდან, რამაც შეიძლება შეამციროს ან შეწყვიტოს ბავშვისათვის ჟანგბადის და საკვების მიწოდება

ორსულობის დროს მოწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა ან მცირე წონის ახალშობილის დაბადება - ასეთი ახალშობილები უფრო სუსტები არიან და საჭიროებენ საავადმყოფოში ექიმის ხანგრძლივ მეთვალყურეობას. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გამოიწვიოს ახალშობილის სიკვდილი.

 თამბაქოს მოხმარება ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდგომ ახალშობილებში უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების საფრთხეს ზრდის.

სიგარეტისთვის თავის დანებება დაორსულებამდე რამდენიმე ხნით ადრე  საუკეთესო გამოსავალია რისკების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, დაორსულების შემდეგაც ქალი რაც უფრო ადრე დაანებებს მოწევას თავს, უფრო მეტად დაიცავს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებისგან საკუთარ თავს და ნაყოფს.

რა არის თამბაქოზე თავის დანებების დადებითი მხარეები?

მოწევისთვის თავის დანებება თავს უკეთ გაგრძნობინებთ და თქვენი ბავშვისთვის უფრო ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს. როდესაც თავს ანებებთ მოწევას:

  •  უმჯობესდება ნაყოფისთვის ჟანგბადის მიწოდებამცირდება ნაადრევი მშობიარობის რისკი
  • მცირდება მოწევასთან დაკავშირებული დააავადებების –ფილტვის კიბოს, გულის, სასუნთქი სისტემის  და სხვა დაავადებების რისკი.
  • იზრდება  თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა.
  •  ფული, რომელიც ადრე გეხარჯებოდათ სიგარეტზე შეძლებთ დახარჯოთ უფრო სასარგებლოდ
  • უმჯობესდება საკვების გემოს აღქმა

განთავისუფლდი თამბაქოს მოხმარების მავნე ჩვევისაგანახალბედა დედები, რომლებმაც ორსულობის პერიოდში თავი დაანებეს თამბაქოს მოხმარებას, ხშირად ფიქრობენ, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ მოწევის გაგრძელება მათ შვილს საფრთხეს აღარ შეუქმნის. ეს მოსაზრება მცდარია. ბავშვებს, რომლებიც თამბაქოს მეორადი კვამლის (კვამლი, რომელიც გამოიყოფა მოწევის პროცესში) გარემოცვაში იმყოფებიან, ხშირად აქვთ ჯანმრთელობის მათ შორის,  სასუნთქი სისტემის მხრივ, პრობლემები და ასთმური შეტევების განვითარების (სუნთქვის გართულებით მიმდინარე დაავადება) მომატებული რისკი.

მართალია, სიგარეტზე თავის დანებება რთული და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ თქვენი და თქვენი შვილის ჯანმრთელობა ამად ღირს.


წყარო: აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი

http://www.cdc.gov/reproductivehealth/tobaccousepregnancy/

http://www.cdc.gov/tobacco/basic_information/health_effects/pregnancy/index.htm

http://www.cdc.gov/features/pregnantdontsmoke/

 

 

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO