239 89 46   მოგვწერეთ
 
 
პრესკონფერენცია - საქართველო თამბაქოს გარეშე

2013 წლის 29 მარტს  13:00  საათზე  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და  ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აწყობს პრესკონფერენციას თემაზე:

საქართველო თამბაქოს გარეშე

2013 წელს 29 მარტის ირგვლივ დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება სლოგანით: ორსულობა და თამბაქო

1996 წლიდან, 29 მარტს, საქართველოში ჯანმრთელობის  სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით აღინიშნება დღე ,,საქართველო თამბაქოს გარეშე“ და იგი ეძღვნება თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების შესაბამისობაში მოსაყვანად საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან და თამბაქოსთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი მოძრაობის (კამპანიის) დასაწყებად 2013 წლის 15 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც გულისხმობს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის შექმნას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

 კომისიის ძირითადი ამოცანაა დადგენილების მიღებიდან 1 თვის ვადაში თამბაქოს კონტროლის გრძელვადიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და მთელი რიგი ცვლილებების დავალება სხვადასხვა უწყებებისა და სექტორებისთვის თამბაქოს კონტროლის გაძლიერების კუთხით, რათა მიღწეულ იქნეს ქვეყანაში თამბაქოთი გამოწვეული ტვირთის შემსუბუქება და სიკვდილობის შემცირება.

            2013 წლის 28 მარტს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა, სადაც დამტკიცდა კომისიის სამუშაო ჯგუფი.  სხდომაზე განხილული იქნა თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებისთვის საჭირო, ოთხი ძირითადი მიმართულებით (საგანმანათლებლო, აკრძალვითი, საგადასახადო და იურიდიული) განსაზღვრული ღონისძიებები. აღინიშნა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოების თავშეყრის ადგლებში მოწევის აკრძალვას, თამბაქოს ნაწარმზე სააქციზო გადასახადების მატებას, თამბაქოს პროდუქტების პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამის აკრძალვას, არასრულწლოვანთათვის თამბაქოს ხელმისაწვდომიბის შემცირებას და მწეველთათვის მოწევის თავის დანებების სერვისების განვითარებას.

          თამბაქოს კონტროლის საკითხებისადმი მიძღვნილი სამთავრობო კომისიის პირველ სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმის პროექტი 2013-2017წ.წ. და სტრატეგიის ძირითადი პრინციპები.

„საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღესთან დაკავშირებით ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გეგმავს შემდეგ აქტივობებს:

  • პრესკონფერენცია;
  • სტუმარი დღის ეთერში (დღის თემის შეთავაზება მედიას: რამდენიმე რეიტინგულ არხზე NCDC წარმომადგენელი ეთერში);
  • საჯარო ლექცია არასახელმწიფო საერო მრავალპროფილიან სკოლა-ლიცეუმში „ეროვნული ცოდნა“ (პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი). დასაწყისი 11.00 სთ-ზე;
  • საჯარო ლექცია საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლაში (პრეზენტაცია - კითხვა-პასუხი). დასაწყისი 14.00 სთ-ზე;

მისამართი: ქ.თბილისი,  აკ. წერეთლის გამზ. 144, მერვე სართული.

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 95 61 03, ამბროსი კეკელიძე 599 94 6431, ია გიორგაძე 599 55 54 14;

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO