239 89 46   მოგვწერეთ
 
 
შეხვედრა აშშ–ს სამხედრო ძალების წარმომადგენლებთან

შეხვედრა აშშ–ს სამხედრო ძალების წარმომადგენლებთან

2013 წლის 26 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ  ცენტრში გაიმართა შეხვედრა აშშ–ს სამხედრო ძალების  წარმომადგენლებთან.
ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ  სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფუნქციებისა და ვალდებულებების, სახელმწიფო პროგრამებისა და ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა და  საერთაშორისო თანამშრომლობის  შესახებ.
სტუმრები დაინტერესდნენ ქვეყანაში გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა გავრცელების მდგომარეობით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებითა და  საქართველოში ლაბორატორიული სწავლების არსებული მდგომარეობით.     სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრის ლაბორატორია და ბაქტერიებისა და ვირუსების ეროვნული საცავი. 
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  გენერალურმა  დირექტორმა ამირან გამყრელიძემ,   გენერალური  დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ქავთარაძემ, სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელემა პაატა იმნაძემ, საფრთხეების  შემცირების აშშ–ს თავდაცვის ოფისის საქართველოს წარმომადგენლობის  ხელმძღვანელმა ბლეიქ ფარლიმ, აშშ–ს არმიის სამედიცინო კვლევებისა და მატერიალურ–ტექნიკური სამსახურის სამედიცინო კორპუსის ვიცე პოლკოვნიკმა ჯემი ბლოუმ, აშშ–ს არმიის ბრიგადის გენერალმა ჯოზეფ კარავალომ,  ვოლტერ რიდის  სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა რალფ ერიქსონმა, ვოლტერ რიდის  სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო ოპერაციების დირექტორმა ჯენიფერ ჩეპმენმა და სხვ. 

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO