239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის ორგანიზებით 22 მარტს, 11:00-13.00 საათზე  სასტუმრო თბილისი მარიოტში (რუსთაველის გამზირი #13) გაიმართა ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დღის წესრიგი მოიცავს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და აშშ ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის ხელმძღვანელების მოხსენებებს  ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის მოხსენება შეეხება თემას - ტუბერკულოზი, როგორც  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უდიდესი პრობლემა.

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO