239 89 46   მოგვწერეთ
 
 
2012 წლის ანგარიში ევროპის ჯანდაცვის მდგომარეობის შესახებ

„ 2012  წლის ანგარიში  ევროპის ჯანდაცვის მდგომარეობის შესახებ:  კეთილდღეობის კურსის შემუშავება“
რეზიუმე

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის სტრატეგიის „ჯანმრთელობა 2020“ ფარგლებში ხორციელდება განახლებული ძალისხმევა დაინერგოს ეფექტური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციები და მოხდეს პოლიტიკის ორიენტირება ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაღრმავებაზე.

ევროპის ჯანმრთელობის პოლიტიკის „ჯანმრთელობა 2020“ მიზანი არის  „მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის და კეთილდღეობის გაუმჯობესება, ჯანმრთელობის სფეროში უთანასწორობის შემცირება და ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის უზრუნველყოფა".

სტრატეგიის „ჯანმრთელობა 2020“ ძირითადი ასპექტი არის მოსახლეობის კეთილდღეობის გაზომვა, განსაკუთრებით კი, ჯანმრთელობის კონტექსტში.
კონსულტაციების ინტენსიური პროცესის და ექსპერტთა ჯგუფების საქმიანობის შედეგად ევროპის რეგიონში სტრატეგია „ჯანმრთელობა 2020“ განხორციელდება ექვსი მიზნის მიღწევით; პროგრესის მონიტორინგისათვის გამოყენებულ იქნება თითოეული სფეროს შესაბამისი ინდიკატორები.

წინამდებარე ანგარიში აღნიშნავს სიძნელეებს „ჯანმრთელობა 2020“ პროგრესის შეფასებაში და წარმოადგენს მათი დაძლევის შესაძლებლობებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის რეგიონში აღინიშნება ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის სიჭარბე, პროგრესის გაზომვის მონაცემები ყველა ქვეყნისთვის არ არის ადვილად ხელმისაწვდომი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი მხარს უჭერს ქვეყნებს მათ მიერ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგებისათვის და ევროკომისიის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ერთიანი ინტეგრირებული ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის შექმმნისათვის ევროპაში, რომელიც მოიცავს ყველა 53 წევრ-სახელმწიფოს.

 

The European health report 2012

http://www.euro.who.int/ru/what-we-do/data-and-evidence/european-health-report-2012

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO