239 89 46   მოგვწერეთ
 
 
სრული აკრედიტაციის დამადასტურებელი წერილი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წითელა/წითურას ნაციონალური  ლაბორატორიის სრული აკრედიტაციის დამადასტურებელი წერილი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბატონმა დავით სერგეენკომ მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს გადამდები დაავადებების, ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და  გარემოს განყოფილების დირექტორის ბატონ როდიერის წერილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წითელა/წითურას ნაციონალური ლაბორატორიისთვის 2013 წელს სრული აკრედიტაციის მინიჭების თაბაზე.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წითელა/წითურას ნაციონალური ლაბორატორია (ხელმძღვანელი ნაზიბროლა ჭიტაძე) 2003 წლიდან ჩართულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს წითელა/წითურას ლაბორატორიულ ქსელში, რომლის მუშაობის მიზანია წითელა/წითურას ელიმინაციის გლობალური პროგრამის ფარგლებში წითელა, წითურას და წითურას თანდაყოლილი სინდრომის ეპიდზედამხედველობის გაუმჯო¬ბეს¬ე¬ბა ამ დაავადებებზე საეჭვო შემთხვევების ლაბორატორიული დადასტურების გზით.
დკეც-ის წითელა/წითურას ნაციონალური ლაბორატორია მონაწილეობს ჯანმო-ს ხარისხის გარე კონტროლში: ყოველწლიურად იღებს პროფესიულ პანელს ტესტირებისთვის, დკეც-ში შემოსული წითელა/წითურას ვირუსზე საეჭვო ტესტირებული ნიმუშები იგზავნება ლუქსემბურგის რეფერალურ ლაბორატორიაში რე-ტესტირებისთვის, ხდება ლაბორატორიის მუშაობის და შესაძლებლობების შეფასება ჯანმო-ს ექსპერტების ადგილზე ვიზიტით ან დისტანციურად სტანდარტიზირებული კითხვარების საშუალებით. ყოველივე ზემოთაღნიშნულის შეფასების საფუძველზე დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვე¬ვაში ლაბორატორიას ენიჭება აკრედიტაცია.
გასულ წელსაც ლაბორატორიამ გაიარა მორიგი სააკრედიტაციო შეფასება და მიიღო სრული აკრედიტაცია 2013 წლისათვის.

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO