239 89 46   მოგვწერეთ
 
 
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე 3 დეკემბერი, 2014 წ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე

3 დეკემბერი, 2014 წ.

მსოფლიოს მოსახლეობის მილიარდ ადამიანზე მეტი, ანუ  დაახლოებით 15 პროცენტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.[i]

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირები, ერთერთი ყველაზე დიდი ჯგუფია მსოფლიოში იმ უმცირესობათა შორის, რომელიც ყურადღების მიღმა რჩება და ცხოვრების ყველა ასპექტში დისკრიმინაციას განიცდის. მათ რიცხვში დაახლოებით  93 მილიონი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია.

საქართველოში, დაახლოებით 9,000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია; თუმცა ეს რიცხვი შესაძლებელია გაცილებით მაღალი იყოს, რადგან ქვეყანაში არსებული სტიგმის გამო, (მოსახლეობის 40%-ს შშმ ბავშვების მიმართ სტიგმა აქვს[ii]), მათი სრულყოფილი რეგისტრაცია არ ხდება.   

შშმ პირები მთელ მსოფლიოში,  როგორც ფიზიკური, ასევე სოციალური, ეკონომიკური და ქცევითი ბარიერების წინაშე დგანან. ეს ბარიერები მათ არ აძლევს  შესაძლებლობას  საზოგადოების სრულფასოვან  წევრად იგრძნონ თავი. შშმ პირთა მთავარ პრობლემას  საზოგადოებისგან გარიყულობა,  კომუნიკაციის არ ქონა და მათ მიმართ  საზოგადოების არასწორი დამოკიდებულება წარმოადგენს.

1992 წლიდან ყოველწლიურად, 3 დეკემბერს, გაერო შშმ პირთა საერთაშორისო დღეს  აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მოსახლეობის ინფორმირება აღნიშნული პრობლემების შესახებ, ხელი შევუწყოთ შშმ პირთათვის ინკლუზიური გარემოს შექმნასა და მათ ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს დღე

მიზნად ისახავს მოახდინოს შშმ პირების პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2015 წლის თემას წარმოადგენს: ,,დაპირების შესრულება: შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინება 2015 წელსა და შემდგომ პერიოდში ათასწლეულის განვითარების დეკლარაციის ინტერესების ფარგლებში“. ამ დღის აღნიშვნით მსოფლიოს საზოგადოება კიდევ ერთხელ ცდილობს შშმ პირები მაქსიმალურად ჩართოს საზოგადოების განვითარების პროცესში.

2014 წელს, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, შშმ პირთა საერთაშორისო დღე  ფოკუსირებულია ტექნოლოგიის როლზე. დღის თემას წარმოადგენს „მდგრადი განვითარება:  ტექნოლოგიის დაპირება“.

 

გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით, ყოველდღიური ცხოვრება ტექნოლოგიებზეა აგებული, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება მკვეთრად გაზრდის ხალხისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას .[iii]

 

2014 წლის 3 დეკემბერს,  შშმ პირთა საერთაშორისო დღეს,  ძირითადი ყურადღება   ტექნოლოგიის როლს დაეთმობა ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა:

  • სტიქიური უბედურებების რისკის შემცირება და დროული რეაგირება;
  • ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნა;
  • შეზღუდული შესაძლებლობები - ინკლუზიური მდგრადი განვითარების  მიზნები.[iv]

 

გამოყენებული წყაროები:


  1. http://www.cdc.gov/features/internationaldaydisabilities/
  2. http://unicef.ge/bavshvis_uplebata_konvencia/108
  3. http://www.who.int/disabilities/media/news/idpd2010/en/
  4. http://www.un.org/disabilities/default.asp/default.asp?id=111

 

 


 

შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან

დაკავშირებული ღონისძიებები

3-10 დეკემბერი, 2014 წ: 

 

3-10 დეკემერი              საგანმანათლებლო კამპანია სოციალურ ქსელში:

მტკიცებულებებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო,  ვიზუალური მასალისა და სლოგანების შემუშავება და განთავსება (ვებ-გვერდი, Facebook, ბლოგები)

 

საგანმანათლებლო სტატიები: 

  • შეზღუდული შესაძლებლობები და სტიგმა;
  • Ø საზოგადოების სოციალური პასუხიმგებლობის გაზრდა; 
  • შშმ პირების მონაწილეობით ინტეგრირებული სოციალური სახის პილოტური რეკლამები საქართველოში: მათი მნიშვნელობა, ადგილობრივი და საერთაშორისო  გამოცდილება

 

UNICEF Georgia „აქტიუი საუბრები“ შშმ  ბავშვთა უფლებების დასაცავად - ღონისძიების პრეზენტაციების  (სპიკერთა პირადი ისტორიების) შესაბამისი თემატური ბლოგების შემუშავება  და ვიდეო რგოლების გაზიარება მცირე საინფორმაციო გზავნილებით

 

4 დეკემბერი                          15:00

                                      ,,Caritas Georgia- მარტყოფის შშმ ბავშვთა დღის ცენტრი:  

საგანმანათლებლო აქტივობა „ჭუჭყიანი ხელებით გამოწვეული დაავადებები და მათი პროფილაქტიკა“

მიზნობრივი ჯგუფი: შშმ ბავშვები, 11-17 წ.

 

 

10 დეკემბერი                14:00-18:00

შშმ პირთა ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი

 

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO