239 89 46   მოგვწერეთ
 
 
საქართველო აფართოებს ლაბორატორიულ შესაძლებლობებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებული პოლიომიელიტის ნაციონალური ლაბორატორია 2002 წლიდან   ჩართულია ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის ლაბორატორიულ  ქსელში როგორც მისი ერთ-ერთი წევრი.

ლაბორატორია ყოველწლიურად  გადის  ამ საერთაშორისო ორგანიზაციის  აკრედიტაციის პროცესს და ენიჭება  სრულად  აკრედიტირებული ლაბორატორიის სტატუსი.

ამ  ტიპის  აკრედიტირებული  ლაბორატორია ერთადერთია  კავკასიის რეგიონში.

პოლიომიელიტის ნაციონალური  ლაბორატორიის ფუნქციებში შედის პოლიომიელიტის ვირუსის გამოყოფის მიზნით  საქართველოსა და  სომხეთში  მწვავე დუნე დამბლებით  მიმდინარე   დაავადების შემთხვევების ვირუსოლოგიური გამოკვლევა , ასევე  ყოველწლიურად  მიმდინარეობს   გარემოს  სინჯების კვლევა, რათა  დადასტურდეს  რომ  ჩვენი რეგიონი თავისუფალია პოლიომიელიტის ველური ვირუსისაგან.

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO