239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მსოფლიო დღე 2014, 19 ნოემბერი

 ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მსოფლიო დღე 2014, 19 ნოემბერი

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მსოფლიო დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც აღინიშნება ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გლობალური ინიციატივის (GOLD) მიერ, რათა გაიზარდოს ინფორმირებულობა ამ დაავადების შესახებ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ფქოდ ყოველი წლის ნოემბრის მეორე ან მესამე ოთხშაბათს აღინიშნება. 2014 წელს ფქოდ-ის მსოფლიო დღე 19 ნოემბერია და მიმდინარეობს სლოგანით „არ არის დაგვიანებული“.

რა არის ფქოდ?

 

ფქოდ ნიშნავს “ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება“-ს.

  • ფილტვის ნიშნავს, რომ პროცესი ფილტვებშია
  • ქრონიკული ნიშნავს რომ ის არასდროს გაქრება.
  • ობსტუქციული ნიშნავს ნაწილობრივ ბლოკირებულს.
  • დაავადება ნიშნავს, რომ ეს ავადმყოფობაა.

 

ფქოდ გავრცელებული ფილტვის დაავადებაა, რომელიც ბლოკავს აირგამტარ გზებს, რაც აძნელებს სუნთქვას.

 

ფქოდ-ის გამომწვევი ძირითადი მიზეზია მოწევა ან კვამლის და ძალიან მტვრიანი გარემოს ზემოქმედება.

 

ფქოდ-ის ძირითადი სიმპტომებია ხველა, ნახველის ან ლორწოს გამოყოფით, სუნთქვის უკმარისობა.

 

თუ თქვენ ხართ 40 წელზე მეტის გაქვთ აღნიშნული სიმპტომები, დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი და კითხეთ მას ფქოდ-ის შესახებ!

 

ბევრ ადამიანს აქვს ფქოდ მაგრამ არ იცის ამის შესახებ.  ზოგიერთი ფიქრობს, რომ მათი სიმპტომები უბრალოდ დაბერების ბუნებრივი პროცესის ნაწილია. თუმცა, ფქოდ სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, რომელიც მკურნალობის გარეშე გაუარესდება.

 

სუნთქვის მარტივი გამოკვლევის, სპირომეტრიის საშუალებით შესაძლებელია ფქოდ-ის დიაგნოზის დასმა. გამოკვლევა არის სწრაფი, უმტკივნეულო, და შესაძლებელია მისი გაკეთება ექიმთან ვიზიტის დროს. 

 

ფქოდ-ის მკურნალობა შესაძლებელია!  მიუხედავად იმისა, რომ განკურნება შესაძლებელი არ არის, ექიმებს შეუძლიათ დაგეხმარონ იგრძნოთ თავი უკეთ და შეანელონ თქვენი ფილტვების დაზიანების პროცესი. რაც უფრო ადრე დაისმევა დიაგნოზი, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ  თავიდან იქნას აცილებული ფილტვის შემდგომი დაზიანება. თუმცა, არსებობს მკურნალობის მეთოდები, რომლებიც ეხმარება ადამიანებს დაავადების ნებისმიერ სტადიაზე და ხელს უწყობს მათ უფრო აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ.  არ არის დაგვიანებული მიმართოთ დახამრებას ფქოდ-ის დროს!

 

ფქოდ-ის პრევენცია შესაძლებელია!   თუ ხართ მწეველი, მოწევისთვის თავის დანებება ფქოდ-ის გაჩენის ან მისი პროგრესირების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. არ არის დაგვიანებული დაანებოთ თავი მოწევას!

ფქოდ-ის ტვირთი

 

ფქოდ ზეგავლენას ახდებს ინდივიდზე, ოჯახზე და მთლიანად საზოგადოებაზე

 

რამდენ ადამიანს აქვს ფქოდ?

  • მთელს მსოფლიოში, ყოველ მეათე მოზრდილ ადამიანს 40 წლის ზევით შეიძლება ქონდეს ფქოდ.
  • ფქოდ ყველაზე გავრცელებულია ქვეყნებში, სადაც სიგარეტის მოწევა იყო ან არის ყველაზე გავრცელებული.

 

რამდენი სიცოცხლე ეწირება ფქოდ-ს?

  • მსოფლიოში, თითქმის 3 მილიონი ადამიანი იღუპება ფქოდ-ით ყოველწლიურად.
  • მსოფლიო ბანკის მიერ გამოცემული ანგარიშის მიხედვით, ფქოდ მსოფლიოში სიკვდილის მიზეზთა შორის მესამე ადგილზეა, რომელსაც მხოლოდ ინფარქტი და ინსულტი უსწრებს. 

 

რა ჯდება ფქოდ?

  • ფქოდ-ის ღირებულება მოიცავს, როგორც მედიკამენტების, საავადმყოფოს და ფქოდ-ით დაავადებულთა სხვა სამედიცინო პირდაპირ ხარჯებს, ასევე არაპირდაპირ ხარჯებს, რომლებიც წარმოიქმნება სამუშაოს გაცდენისას ავადმყოფობის ან ფქოდ-ით დაავადებულ ნათესავზე ზრუნვის გამო.
  • ევროკავშირში ფქოდ-ის პირდაპირი ხარჯი დაახლოებით 38.6 მილიარდ ევროს შეადგენს. 
  • აშშ-ში 2005 წელს ფქოდ-ის პირდაპირი ხარჯები შეადგენდა 21.8 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო არაპირდაპირი ხარჯები 17 მილიარდ აშშ დოლარს.   

 

როგორ შეგვიძლია შევამციროთ ფქოდ-ის ტვირთი?

  • ფქოდ-ის რისკ ფაქტორების ზემოქმედების შემცირებით. მაგალითად: მოწევის საწინააღდეგო კამპანიები, რომელთა შედეგად ნაკლები ადამიანები მოწევენ სიგარეტს და მოიხმარებ თამბაქოს სხვა სახეობებს, სამზარეულოში და გასათბობად უფრო ჯანსაღ საწვავზე გადასვლა და ოკუპაციური ზემოქმედების შემცირება.
  • ფქოდ-ის ადრეული გამოვლენით. სპირომეტრიის ტესტის ჩატარება ფქოდ-ის რისკ ფაქტორებისა და სიმპტომების მქონე ადამიანებში, ზრდის დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის ალბათობას.
  • არადიაგნოსტირებული შემთხვევების შემცირებით. ბევრმა ფქოდ-ით დაავადებულმა არ იცის ამის შესახებ, თუმცა არსებობს მედიკამენტები რომლებიც მათ დაეხმარებათ გაიუმჯობესონ მდგომარეობა. არ არის დაგვიანებული მიმართოთ დახმარებას ფქოდ-ის დროს!

 

თქვენ შესაძლოა გაქვთ ფქოდ თუ...

 

გაქვთ ფქოდ-ის რისკ ფაქტორების ზეგავლენის ისტორია

 

  • სიგარეტის მოწევა ან თამბაქოს სხვა სახეობის მოხმარება - ან მეორადი კვამლის ზემოქმედება

 

  • მტვრის და ქიმიური ნივითიერებების შესუნთქვა სამუშაო გარემოში

 

  • ხის ან სხვა ბიოლოგიური ნივითიერების წვის დროს წარმოშობილი კვამლის ზეგავლენა, რომელიც გამოიყენება სამზარეულოში სადილის მოსამზადებლად ან ოთახის გასათბობად.

 

ხართ 40 წლის ზევით

 

და

 

გაქვთ ფქოდ-ის სიმპტომები

 

  • ხველა რომელიც არ გადის

 

  • ნახველის ან ლორწოს ამოღება ხველის დროს

 

  • სუნთქვის უკმარისობის განვითარება ფიზიკური აქტივობისას, როგორიცაა მაგალითად:

 

  • კიბეზე ასვლა
  • ძაღლის გასეირნება
  • საყიდლებზე სიარული
  • დაბანა ან ჩაცმა

 

არ არის დაგვიანებილი მიმართოთ დახმარებას ფქოდ-ის დროს!  

 

როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარ თავს თუ გაქვთ ფქოდ?

 

თუ თქვენ დაგისვეს ფქოდ-ის დიაგნოზი, არსებობს მრავალი ხერხი იმისათვის, რომ უკეთ იგრძნოთ თავი და არ გაგიუარესდეთ დაავადება:  

 

  1. შეწყვიტეთ მოწევა. მოითხოვეთ მოწევისთვის თავის დანებებაში დახმარება.
  2. მიიღეთ თითოეული მედიკამენტი, ისე როგორც ამას ექიმი გეუბნებათ. მიდით ექიმთან წელიწადში ორჯერ მაინც გასასინჯათ.
  3. იცოდეთ რა უნდა გააკეთოთ, როდესაც გიჭირთ სუნთქვა.
  4. შეინარჩუნეთ სუფთა ჰაერი სახლში
  5. გააღეთ კარები და ფანჯრები, როდესაც ამზადებთ სადილს და როდესაც შენობის შიგნით ჰაერი არის კვამლიანი ან დგას მკვეთრად გამოხატული სუნი.  
  6. შეინარჩუნეთ ორგანიზმის სიჯანსაღე. ისეირნეთ, ივარჯიშეთ რეგულარულად და მიირთვით ჯანსაღი საკვები.
  7. თუ გაქვთ მძიმე ფორმის ფქოდ, მაქსიმალურად შეიმსუბუქეთ სუნთქვის უკმარისობა და გაიუმჯობესეთ ცხოვრება სახლში.
  8. სთხოვეთ თქვენს მეგობრებს და ოჯახის წევრებს დახმარება
  9. გაიკეთეთ ოქროსფერი ლენტი, როგორც ფქოდ-ის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების სიმბოლო  და დაეხმარეთ სხვებსაც გაიგონ მეტი ფქოდ-ის შესახებ
  • გაესაუბრეთ ექიმს ან ექთანს მედიკამენტების შესახებ - ტაბლეტები, სპეციალური საღეჭი რეზინი, დასაკრავი კანზე, ეს საშუალებები დაგეხმარებათ მოწევისთვის თავის დანებებაში. არ გადახვიდეთ ელექტრონულ სიგარეტზე, რადგან მისი ეფექტი ფილტვებზე უცნობია.
  • უთხარით თქვენს მეგობრებს და ოჯახის წევრებს, რომ თქვენ ცდილობთ მოწევისთვის თავის დანებებას და სთხოვეთ მათ მოაშორონ სიგარეტი სახლიდან.
  • ისაუბრეთ ექიმთან თქვენს მედიკამენტებზე ყოველი ვიზიტის დროს და დარწმუნდით, რომ გესმით როგორ უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტები სწორად.
  • კითხეთ ექიმს თუ შეიძლება, რომ ჩაგიტარონ გრიპის აცრა.
  • წინასწარ გქონდეთ ასეთი მომენტები დაგეგმილი სათანადო ტელეფონის ნომრების, ექიმის კაბინეთის მისამართის და სხვა საჭირო ინფორმაციის მომარაგებით და ერთ ადგილზე შენახვით, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოძებნოთ.
  • შორს დაიჭირეთ თავი კვამლისგან და ბოლისგან, რომლებიც გიძნელებენ სუნქვას.
  • სამზარეულოში, სააბაზანოში, საძინებელში განათავსეთ ნივთები ადვილად მისაწვდომ ადგილას.
  • შეეცადეთ მარტივი ხერხებით მოამზადოთ სადილი, დაალაგოთ სახლი და შეასრულოთ სხვა საქმე.

 

არ არის დაგვიანებული მიმართოთ დახმარებას ფქოდ-ის დროს!

 

არის ეს ფქოდ?

ჩაიტარეთ ტესტი

 

ბევრ ადამიანს აქვს ფქოდ ისე, რომ მან არც კი იცის ამის შესხებ.

 

უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს და გაიგეთ შესაძლებელია თუ არა რომ თქვენ გქონდეთ ფქოდ:

 

  1. ახველებთ დღეში რამდენჯერმე თითქმის ყოველდღე?

                                                   დიახ      არა   

 

  1. გაქვთ ნახველი ან ლორწო ხველასთან ერთად?

                                                   დიახ      არა   

 

  1. გემართებათ თუ არა ჰაერის უკმარისობა სხვებზე უფრო ადვილად?

                                                   დიახ      არა   

  1. ხართ 40 წელზე ზევით?

                                                   დიახ      არა   

 

  1. ხართ ამჟამინდელი მწეველი ან ყოფილი მწეველი?

                                                   დიახ      არა   

 

ზემოთდასმული შეკითხვებიდან თუ სამს ან მეტს დადებითი პასუხი გაეცით, ჰკითხეთ ექიმს ფქოდ-ის შესახებ.

 

არ არის დაგვიანებული მიმართოთ დახმარებას ფქოდ-ის დროს!

 

მოწევისთვის თავის დანებება  ფქოდ-ის პრევენციისა და მკურნალობის პირველი ნაბიჯია

 

თუ თქვენ გაქვთ ფქოდ და მაინც აგრძელებთ მოწევას, თქვენი ფილტვების მდგომარეობა გაუარესდება და დაავადება გახდება მომაკვდინებელი.

 

თუ თქვენ ხართ მწეველი, და გაქვთ ფქოდ, მისი შეჩერების ერთადერთი გზაა მოწევისთვის თავის დანებება.

 

თუ თქვენ ხართ მწეველი და არ გაქვთ ფქოდ, მისგან პრევენციის ერთადერთი გზაა მოწევისთვის თავის დანებება. 

 

  • გარდა ფქოდ-ისა მოწევა იწვევს:

 

  • კიბოს (ფილტვის, ყელის, ენის)

 

  • იმპოტნეციას და უშვილობას

 

  • გულის დაავადებებს

 

  • თანდაყოლილ დეფექტებს

 

  • კანის დაბერებას

 

  • კბილების დაზიანებას

 

  • შეეკითხეთ ექიმს რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მოწევას დაანებოთ თავი.

 

  • რჩევები, მხარდაჭერის ჯგუფები და ზოგიერთი მედიკამენტი დაგეხმარებათ მოწევისთვის თავის დანებებაში.

 

  • მოწევისთვის თავის დანებებაში ელექტრონული სიგარეტის როლი არ არის შესწავლილი, და ელექტრონული სიგარეტის პოტენციური ზეგავლენა ფილტვზე ცნობილი არ არის.

 

  • არ არის დაგვიანებული დაანებოთ მოწევას თავი!  გადადგით პირველი ნაბიჯი და დარეკეთ მოწევის თავის დანებების ცხელ ხაზზე - 116001

 

 

 

ფქოდ-ის მსოფლიო დღე ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადების გლობალური ინიციატივის ორგანიზებით აღნიშნება ყოველწლიურად (www.goldcopd.org).

 

ფქოდ-ის მსოფლიო დღე ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადების გლობალური ინიციატივის (GOLD) ორგანიზებით აღნიშნება ყოველწლიურად (www.goldcopd.org).

 

 

 

 



 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO