239 89 46   მოგვწერეთ
 
 
საქართველოში პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

საქართველოში პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო  

დამტკიცებულია, რომ ბავშვთა პნევმონიის თავიდან აცილების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ღონისძიებაა შესაბამისი პათოგენების საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მათ შორის ჯანმრთელობის მსლოფიო ორგანიზაცია და პნევმონიის გლობალურო კოალიცია რეკომენდაციას უწევს პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვასა და დაფარვის გაზრდას.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება #0178/ნ საფუძველზე, საქართველოში იმუნიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, დაიწყო პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო  უფასო ვაქცინაცია.

ვაქცინაციის კურსი არის სამჯერადი, აცრები ჩატარდება 2, 3 და 12 თვის ასაკში  10-ვალენტიანი პნევმოკოკურიკონიუგირებული ვაქცინით (PCV10).

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის შეფასების მიხედვით, პნევმოკოკური ინფექციები  მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

პნევმოკოკით გამოწვეულ დაავადებებს მიეკუთვნება  პნევმონია, მენინგიტი, ბაქტერიემია, შუა ყურის ანთება,  სინუსიტი, ბრონქიტი. 2000 წელს პნევმოკოკური დაავადებების დაახლოებით 14.5 მილიონი შემთხვევა აღინიშნა მსოფლიოში; 2008 წელს 5 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის  გარდაცვალების 8.8 მლნ შემთხვევიდან (ჯანმოს შეფასება), დაახლოებით 541,000 შემთხვევა გამოწვეული იყო პნევმოკოკური ინფექციებით. განვითარებად ქვეყნებში უმცროსი ასაკის ბავშვებში სპრეპტოკოკური სეპტიცემიით ლეტალობის მაჩვენებელი შეადგენს 20%-ს, ხოლო მენინგიტებით - 50%-ს. (WHO position paper on pneumococcal vaccines 2012, Summary).

საქართველოში ბაქტერიული მენინგიტებზე სენტინელური ზედამხედველობის შედეგებმა აჩვენა, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში  ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევების 15% გამოწვეული იყო პნევმოკოკით.

პნევმოკოკური ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით,  პნევმოკოკური ვაქცინა წარმატებით დაინერგა მსოფლიოს 56 და ევროპის 28 ქვეყანაში. მათ შორისაა ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, სლოვაკეთი, შვედეთი, ინგლისი და სხვა.

პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინის დამცველობითი ეფექტი საკმაოდ  მაღალია და ვარირებს სხვადასხვა სეროტიპების მიმართ 91%– 96%-ს შორის.

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO