239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ძირითადი გზავნილები

ძირითადი გზავნილები

ინვესტიცია ჯანსაღ კვებაში ამცირებს დიაბეტის გლობალურ ტვირთს და ზოგავს მილიარდებს, რომელიც ხმარდება სამედიცინიო მომსახურებას ან იკარგება დაავადებულთა შრომისუნარიანობის დაქვეითების გამო

  • დიაბეტის ადამიანური და ეკონიმიკური ტვირთი უზარმაზარია. ის გავლენას ახდენს თითქმის 400 მილიონ ადამიანზე, რის შედეგადაც ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანი იღუპება,  ჯანმრთელობის დანახარჯი 550 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
  • დიაბეტთან დაკავშირებული ხარჯების  უდიდესი ნაწილი დაავადების გართულებების მკურნალობას ხმარდება. გართულებები ძირითადად მოქმედებს გულზე, თვალებზე, თირკმელებზე და ქვედა კიდურებზე. გართულებების პრევენცია შესაძლებელია ადრეული გამოვლენითა  და დიაბეტის სწორი მართვით.
  • თუ დიაბეტის დიაგნოზი ისმება მაშინ, როცა დაავადებულს  უკვე გააჩნია ერთი გართულება მაინც, ნიშნავს, რომ დიაგნოზის დასმა დაგვიანებულია.
  • დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევათა 70%-ზე მეტის პრევენცია შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებით, რაც 2035 წლისთვის 150 მილიონი შემთხვევის ექვივალენტურია.
  • ჯანსაღი საუზმე დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს ამცირებს.
  • ჯანსაღი დიეტა, რომელიც შეიცავს ბოსტნეულს, ახალ ხილს, მარცლოვნებს, ნაკლებცხიმიან ხორცს, თევზს, ამცირებს დიაბეტი ტიპის 2-ის განვითარების რისკს, ხოლო დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში - გართულებების განვითარების შანსს.
  • საუზმეზე უარის თქმა წონაში მატებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების ერთ–ერთი ძირითადი რისკის ფაქტორია. დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევათა 80%-ზე მეტი დაკავშირებულია ჭარბ წონასა და სიმსუქნესთან.
  • დიაბეტი ტიპი 2 ყველაზე ხშირად 40-59 წლის ასაკში ვლინდება, გამომდინარე აქედან, დაავადების გავრცელების შემცირება ზრდის მუშახელს და მათ პროდუქტიულობას.
  • მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ჯანდაცვის ბიუჯეტის 10–15% დიაბეტის მართვაზე იხარჯება.
  • დიაბეტი ტიპი 2-ის მართვადი რისკის ფაქტორების პრევენციით შესაძლებელი იქნება ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯების 11%-ით შემცირება.

     

 

.

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO