239 89 46   მოგვწერეთ
 
 
მნიშვნელოვანი თარიღები დიაბეტის კონტროლისა და პრევენციის თვალსაზრისით

 მნიშვნელოვანი თარიღები დიაბეტის კონტროლისა და პრევენციის თვალსაზრისით:

  • 1989 წლის მაისში ჯანმრთელობის 42-ე მსოფლიო ასამბლეაზე მიღებულ იქნა შაქრიანი დიაბეტის პრევენციისა და კონტროლის შესახებ დეკლარაცია, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მონაწილე ქვეყნების ფოკუსირება შაქრიან დიაბეტის კონტროლზე.
  • 1989 წლის ოქტომბერში მიღებული იქნა წმინდა ვინსენტის დეკლარაცია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირების დახმარების ხარისხის გაუმჯობესებისა და ევროპაში მისი რეალიზაციის პროგრამის შესახებ. წმინდა ვინსენტის დეკლარაციის მიზანს შეადგენდა ჯანმრთელობისა და ცხოვრების მდგრადი გაუმჯობესება, გამოხატული ხარისხობრივად და რაოდენობრივად და დიაბეტისა და მისი გართულებების პრევენცია და მკურნალობა.
  • 1991 წლიდან დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით აღინიშნება დიაბეტთან ბრძოლის დღე და 2006 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 14 ნოემბერი ოფიციალურად აღიარა დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღედ.
  • 2011 წელს დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციამ დიაბეტთან ბრძოლის გლობალური გეგმა შეიმუშავა, რომლის მიზანია დიაბეტის პრევენციის აქტიური ღონისძიებების დანერგვა 2011-2021 წლებში. მიზნის მისაღწევად გეგმაში წარმოდგენილია მტკიცებულებები, ეკონომიურად ეფექტური გადაწყვეტილებები და ინსტრუმენტები, ასევე, შესრულებისათვის განსაზღვრულია მკაფიო ჩარჩო. დიაბეტთან ბრძოლის გლობალური გეგმა მიღებულია კონსენსუსის საფუძველზე და გამოხატავს დიაბეტის მსოფლიო თანამეგობრობის საერთო აზრს.
  • დიაბეტთან ბრძოლის გლობალური გეგმა 2011 წელს ნიუ-იორკში წარმოდგენილი იყო გაეროს უმაღლესი დონის შეხვედრაზე, რომელიც არაგადამდებ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა კოორდინაციას მიეძღვნა.
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO